ირაკლი კირცხალია: საინტერესოა ოპოზიცია დაესწრება თუ არა, რაც ბატონი ირაკლი პრემიერია, ვერც ერთხელ გაბედა ოპოზიციამ, თუნდაც ინტერპელაციის წესით დაებარებინა პარლამენტში

ირაკლი კირცხალია: საინტერესოა ოპოზიცია დაესწრება თუ არა, რაც ბატონი ირაკლი პრემიერია, ვერც ერთხელ გაბედა ოპოზიციამ, თუნდაც ინტერპელაციის წესით დაებარებინა პარლამენტში

საინტერესოა ოპოზიცია დაესწრება თუ არა, იმიტომ, რომ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რაც ბატონი ირაკლი პრემიერია, ვერც ერთხელ გაბედა ოპოზიციამ, რომ ის, თუნდაც ინტერპელაციის წესით დაებარებინა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც მის პრემიერობამდეც ნებისმიერი მისი გამოსვლა როგორ მთავრდებოდა ოპოზიციისთვის, იმიტომ, რომ ისინი ვერ შედიან მასთან ვერანაირ არგუმენტირებულ განხილვაში.

საზოგადოების უმრავლესობას აინტერესებს თუ რა გზით მივდივართ, სად ვართ დღეს გეოპოლიტიკურად, სად ვართ დღეს საგარეო კურსით, სად არის დღეს ჩვენი ეკონომიკა და ასევე, რას ვაპირებთ, რა არის დაგეგმილი და რა არის მთავრობის ხედვა. ასე, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძე მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.