ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქულა აგვეღო, თუმცა მოგების შანსი გვქონდა ბოლო წუთზე, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მეტოქე ჰყავდა, ქულის მოპოვება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი თამაში ჩემპიონატის ფავორიტთან გვექნება, ჩვენ მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკვე დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში, კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ანგარიშგასაწევი ძალა ვართ ევროპაში“, - აღნიშნა დავით მუჯირმა.
საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართვას.