ევროპის საუკეთესო მეკარე არის ქართველი - ამას პირდაპირ ვამბობ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ჟურნალისტმა, დიმიტრი ობოლაძემ გიორგი მამარდაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„გულდაწყვეტილი ვარ, უნდა მოგვეგო, თუმცა, ჩვენი სიტყვა ნათქვამი გვაქვს. პირველი გოლიც გავიტანეთ და ერთი ქულაც ავიღეთ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ვთამაშობთ და ჩვენზე ბევრი ხალხი ლაპარაკობს. ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რაც ძალიან მიხარია. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, უნდა მოგვეგო“, - აღნიშნა დიმიტრი ობოლაძემ.
საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართვას.