საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა დღეს დატოვა.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია, საქართველოში იმყოფება.

„ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია, იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ირაკლი კოპლატაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მერაბ.g ჩარუმ ჩათლახი ყოფილა ეს ყოფილი ელჩი; რომ რამედ ვარგებულიყო, ეს ხელისუფლება აქამდე დაასაქმებდა; მისი გათვლა ასეთია, აი ცოცხისა და გაუმჭვირვალობის მხარეს ხომ დავდექი, თუ მოვლენ ხელისუფლებაში გამოხსენებენო :)) მე თავი არ მეტკინოს და შენ უდიპლომატიურსამსახუროდ იარე, სანამ მეცოცხეები ხელისუფლებაში არ მოვლენ ;))
გლახაკი!
4 თვის უკან