სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვინმე კოპლატაძის თანამდებობიდან დემონსტრაციული წასვლა, ზუსტად იმ მეთოდით რაც საფრანგეთში ელჩმა გააკეთა, არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მაწაკობა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გადამგდებები არც მოწინააღმდეგის ბანაკში უყვართ, ხოლო "უკბილო" განცხადებით, ირაკლი კოპლატაძემ ბევრი ადამიანის დარწმუნება ვერ მოახერხა, რომ მისი ნაბიჯი მაღალი მატერიებით იყო ნაკარნახევი.
"სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვინმე კოპლატაძის თანამდებობიდან დემონსტრაციული წასვლა, ზუსტად იმ მეთოდით რაც საფრანგეთში ელჩმა გააკეთა, არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მაწაკობა და მეტი არაფერი.
არ ვიცი, გადაიბირეს, დააშანტაჟეს, რაღაცას დაჰპირდნენ თუ სხვა, მაგრამ თავის უკბილო განცხადებით, არა მგონი ბევრი ვინმე დაარწმუნა, რომ ის რაც გააკეთა, მაღალი მატერიებით იყო ნაკარნახები. ჩემი აზრით, უფრო დაბალი მატერიებით.
ისე ცნობისთვის, გადამგდებები კი არც იმ ბანაკში უყვართ." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა.