დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ. მიკროლექციის წაკითხვა მიწევს, მათთვის, რომ შევახსენო - მედიის მისია არის მოვლენების ყველა კუთხით გაშუქება და არა მხარედ გადაქცევა, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება და დალაგდება, ალბათ მედიაშიც მოხდება რაღაცების გადახედვა-გადაფასება გაჯანსაღების კუთხით.
„მახსოვს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რ2 " -ს (ჟ) ურნალისტები" ამაყად აცხადებდნენ, რომ ისინი თავიანთ ადგილს მხოლოდ "რევოლუციის მატარებელში" ხედავდნენ, რითაც საზოგადოებას ფაქტიურად აჩვევდნენ თუ როგორი იქნებოდა მათი სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ ყველას გვახსოვს თუ რას წარმოადგენდა მაშინდელი მედია - დამონებული, დამცირებული, უინტერესო.
დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ.
მიკროლექციის წაკითხვა მიწევს, მათთვის, რომ შევახსენო - მედიის მისია არის მოვლენების ყველა კუთხით გაშუქება და არა მხარედ გადაქცევა.
ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ერთ დროს პატივცემულმა პალიტრა- მედიამაც სამწუხაროდ ვერ გაუძლო წნეხს, რაც ნამდვილად დასანანია, თუმცა ეს მათი არჩევანია.
როდესაც ყველაფერი დამშვიდდება და დალაგდება, ალბათ მედიაშიც მოხდება რაღაცების გადახედვა--გადაფასება, იმედია გაჯანსაღების კუთხით“, - წერს ანჯაფარიძე.