ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, წელს უკვე მესამედ ჩტარდება.
ფესტივალის ფარგლებში ოთხი საღამომ იმართება. მათ შორის, ბათუმში, (ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი) ერთი თბილისში (რუსთაველის ეროვნულ თეატრში) და ერთიც სიღნაღში, ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში.
წლევანდელი ფესტივალი 14 ივნისს, ბათუმში, საზეიმოდ გაიხსნა ლ. ქერუბინის ოპერის „მედეა“ წარმოდგენით. აღსანიშნავია,რომ ეს ნაწარმოები საქართველოში, კერძოდ ბათუმში პირველად შესრულდა. სიმბოლურია, რომ ბიძინა კვერნაძეს თავად აქვს შექმნილი ოპერა „მედეა“, რომლის ფრაგმენტებიც ასევე, გაჟღერდა ფესტივალის ფარგლებში. „მედეა“ წარმოდგენილი იყო ევროპული ცნობილი საოპერო თეატრების რეპერტუარის მიხედვით და მთავარ, მედეას პარტიას, ასრულებდა მსოფლიოში აღიარებული მედეას როლის საუკეთესო შემსრულებელი, ქართველი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი. დამდგმელი დირიჟორი ენ რენდინ ოვერბი მოწვეული იყო ნორვეგიიდან, რომელმაც იმუშავა ადგილობრივ ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო კაპელა. ხოლო იანო ალიბეგაშვილს პარტნიორობა გაუწიეს როგორც იტალიიდან მოწვეულმა ტენორმა იოსეფ ჯიპალმა, სოპრანომ არდიტა მენიმ, აგრეთვე, ცნობილმა ქართველმა მსოფლიო საოპერო ვარსკვლავმა რამაზ ჩიკვილაძემ. წარმოდგენა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
წლევანდელი ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.