კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამო „დღეები მიდიან“ გაიმართა

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამო „დღეები მიდიან“ გაიმართა

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა დიდი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „დღეები მიდიან“.

მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ ორკესტრის თანხლებით წარმოდგენილი ვერსიები სცენაზე შეასრულეს ცნობილმა მუსიკოს შემსრულებლებმა თამარ გვერდწითელნა, გიორგი სუხიტაშვილმა და სოფო ხალვაშმა.

მაყურებელს საშუალება ქონდა კიდევ ერთხელ მოესმინა კომპოზიტორის უკვდავი ჰიტების საინტერესო მუსიკალურ ვერსიების ყველასათვის საყვარელი და მონატრებული მომღერლების შესრულებით. საღამომ მაყურებლის აღფროთოვანება და ოვაცია დაიმსახურა.

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით

წლევანდელი ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.