გია აბაშიძე: აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება

გია აბაშიძე: აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხსენებულ ჩინურ კომპანიას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი. 

აბაშიძე ვიდეოს აზიარებს, სადაც  2023 წლის 8 ივლისს, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი სამარცხვინო რევერანსებით ესალმება ჩინეთის ვიცე-პრემიერს ჰე ლიფენს და აღნიშნავს, რომ ყოველთვის ეს ფაქტი გაახსენდება, როცა ფარისეველი ამერიკელი ოფიციალური პირები მორიგ ჯერზე უსამართლოდ დაამუნათებენ საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო.

„აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება. დანიგანის ცნობით, ხსენებულ ჩინურ კომპანიას თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი. საქართველოში ჩინეთის საელჩო აცხადებს, რომ ამგვარი განცხადება არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. "ხსენებული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - აღნიშნულია საქართველოში ჩინეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს. აშშ-ისა და ჩინეთის მრავალმილიარდიანი სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობა და სამხედრო თანამშრომლობა რომ გვერდზე გადავდოთ, აუცილებელია ამ ვიდეოს გახსენება. 2023 წლის 8 ივლისს, პეკინში დაფიქსირებულმა ამ ვიზუალურმა მასალამ პლანეტა მოიარა - ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი სამარცხვინო რევერანსებით ესალმება ჩინეთის ვიცე-პრემიერს ჰე ლიფენს. ამის გამო თეთრი სახლი დამსახურებულად უმწვავესი კრიტიკის ქარცეცხლში იყო. ეს ეპიზოდი საერთაშორისო მიმომხილველებისა და მედიის მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა.

მე კი ყოველთვის გამახსენდება, როცა ფარისეველი ამერიკელი ოფიციალური პირები მორიგ ჯერზე უსამართლოდ დაამუნათებენ საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო.

 The Chinese Embassy in Georgia on Friday denounced a recent remark made by Robin Dunnigan, the United States Ambassador to Georgia, around the involvement of a Chinese company in the construction of the Anaklia port project in the north-west of the country as “unprofessional”“, - წერს გია აბაშიძე.