The Washington Post: კვირას კიევში გამართული „სიამაყის მარში“ გზავნილია ვლადიმირ პუტინისთვის, რომ უკრაინელებს სურთ იცხოვრონ ქვეყანაში დასავლური თავისუფლებებით და არა რუსული სტილის რეპრესიებით

The Washington Post: კვირას კიევში გამართული „სიამაყის მარში“ გზავნილია ვლადიმირ პუტინისთვის, რომ უკრაინელებს სურთ იცხოვრონ ქვეყანაში დასავლური თავისუფლებებით და არა რუსული სტილის რეპრესიებით

უკრაინაში „ლგბტ პრაიდი“ აღარ ეხება მხოლოდ იმის დაცვას, რომ გიყვარდეს ის, ვისაც აირჩევ - ეს ასევე ეხება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

„კვირას კიევში გამართული „სიამაყის მარში“, რომელიც პირველად გაიმართა 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ, და სხვა ღონისძიებები მიმდინარე თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით გზავნილია ვლადიმირ პუტინისთვის, რომ უკრაინელებს სურთ იცხოვრონ ქვეყანაში დასავლური თავისუფლებებით და არა რუსული სტილის რეპრესიებით“, - ნათქვამია გაზეთ The Washington Post-ის სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელიც „ლგბტქ“ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვას გააუმჯობესდება, უკრაინის პარლამენტში ჯერ კიდევ განხილვიას პროცესშია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არმიაში ამ თვალსაზრისით „ლგბტქ“ თემის ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ყველა საკითხი სათანადო წესით იქნება გამოძიებული.

კიევის ცენტრში, სამართალდამცველების მითითებით, „პრაიდის“ მხოლოდ 500 მონაწილეს მიეცა შესაძლობლობა დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე გაევლო. მალევე ტერიტორია მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდამჭერებმა დაიკავეს, რომლებმაც „ლგბტ“ მარში გააპროტესტეს.