"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.
როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ირაკლი კობახიძე აუტისტი ადამიანია, ის ხალხს არ ესაუბრება და იზოლაციაშია.
"ელექტორალურად ძალიან ისეთი აუტისტი ადამიანია. არ ესაუბრება, ხელს არ იმასშვება, მიხვდით? ისეთია, იზოლაციაშია ძალიან. კობახიძე და ხალხთან კონტაქტი, მგონი, რთულად წარმოსადგენია. ხალხთან კი არა, საოკუპაციო ზოლზე არ არის ჩასული ადამიანი." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.