აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ევროპაში ათასობით ადამიანს საკუთარი მთავრობის კრიტიკის გამო ასამართლებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ევროპაში ათასობით ადამიანს საკუთარი მთავრობის კრიტიკის გამო ასამართლებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ ათასობით ადამიანს საკუთარი მთავრობის კრიტიკის გამო ასამართლებენ.

ევროპაში ათასობით ადამიანს საკუთარი მთავრობის კრიტიკის გამო ასამართლებენ. ეს ორუელისეული გზავნილი შეერთებულ შტატებს ვერ მოატყუებს. ცენზურა - ეს თავისუფლება არაა“, - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებას ევროპაში მიღებულ ციფრული მომსახურების შესახებ DSA კანონს უკავშირებს, რომელიც ევროკავშირში სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების მუშაობას არეგულირებს. აშშ-ის სახდეპის განცხადებით, აღნიშნული კანონი ევროპელ ლიდერებს საკუთარი ხალხისგან იცავს“.