როგორ შევარჩიოთ ამწე ლიფტი?

როგორ შევარჩიოთ ამწე ლიფტი?

ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში მკვეთრად გაიზარდა სამშენებლო ინდუსტრია, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მათ შორის, გამოწვევების წინაშე დააყენა ის ადამიანები თუ დეველოპერული კომპანიები, ვისაც მაღალ სართულებზე მძიმე, გაბარიტული სარემონტო მასალების აზიდვა სჭირდებათ.

ზუსტად 9 წლის წინ დაიწყო ოპერირება ჟირაფი ამწე ლიფტმა. ჩვენი ამწე მანქანები თბილისის მასშტაბით სთავაზობენ მომხმარებლებს, როგორც ავეჯის, ასევე მძიმე სარემონტო მასალების აზიდვას მაღალ სართულებზე. მათ შორის, მე-17 სართულზე. დიახ, მხოლოდ ჩვენი ჟირაფი წვდება მე-17 სართულს. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე (596 303 636) და გავიაროთ ყველა დეტალი.

ამწე ლიფტი სატვირთო მანქანაა, რომელსაც ზედ აქვს დამონტაჟებული ტელესკოპური ამწე მექანიზმი. მისი დახმარებით ტვირთის ატანა ხდება გარედან ბინის ფანჯრამდე ან აივანამდე.

ამწეს გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევებში, როცა:

ლიფტი არ მუშაობს ან შეზღუდულია ზომით;

ტვირთი გაბარიტულია (მაგ. კარადები, რბილი ავეჯი, სარემონტო მასალა);

სართულების რაოდენობა მეტია 9-ზე და ხელით ატანა შეუძლებელია

რით უნდა გამოირჩეოდეს ამწე ლიფტი ჟირაფის კომპანია?

ამწე ლიფტის გამოძახებამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი.

პირველი - დარწმუნდით, რომ შეხება გაქვთ სანდო კომპანიასთან, რომელსაც ტექნიკურად გამართული მანქანები ჰყავს.

მეორე - გამოცდილი მძღოლ-ოპერატორებია. მათ უნდა ჰქონდეთ დიდი გამოცდილება, პრაქტიკა და გავლილი სერტიფიცირება. ოპერატორებმა უსაფრთხოდ და დაუზიანებლად უნდა აიტანონ სამშენებლო მასალები მაღალ სართულებზე.

მესამე - რომელ სართულზე გჭირდებათ მომსახურების მიღება. საქართველოში ბევრ კომპანიას არ შეუძლია მე-9 სართულის ზემოთ ამწე მანიპულატორის გაშლა. გარდა ამისა, ამწე კრანის ტვირთამწეობა სულ მცირე 200 კილოგრამი უნდა იყოს.

Jirafi არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც 9 ჟირაფი ამწე ჰყავს და საქმის შეფასების უფასო სერვისი აქვს. ჟირაფის წარმომადგენელი სატელეფონო კონსულტაციით ან ობიექტზე მოსვლით შეაფასებს სიტუაციას, რათა დარწმუნდეს, რომ ადგილზე არ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. ასევე, 9-ვე მანქანას 200 კილოგრამზე მეტი ტვირთის აწევა შეუძლია.

დეტალურ ინფორმაციას ყველა ამწე ლიფტზე და მომსახურებაზე ნახავთ აქ.

პიონერკა ამწე - საუკეთესო გამოსავალი

ჩვენი პიონერკა ამწე, როგორაც ხშირად მოიხსენიებენ ამწე ლიფტებს, მთელ პროცესს ძალიან გაგიმარტივებთ.

ერთ საათში შეუძლია 3-დან 4 ტონამდე ტვირთის აზიდვა. ამასთანავე, არ ბინძურდება სადარბაზო.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ კორპუსებში არსებული სამგზავრო ლიფტები არ უნდა იქნას გამოყენებული გაბარიტული ტვირთის გადაადგილების მიზნით. ხშირად, მძიმე ავეჯი და მასალები აზიანებენ ლიფტებს.

მომსახურების სრული პაკეტი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ამწე ლიფტის დაქირავება, როგორც წესი, მხოლოდ პროცესის პირველი ეტაპია. პრაქტიკაში, ხშირად ირკვევა, რომ დამატებით საჭიროა:

მუშა ხელის გამოძახება ტვირთის მოსამზადებლად, ჩასატვირთად ან გადასატანად. სატვირთო მანქანის ორგანიზება სამშენებლო ნარჩენების ან სხვა ნივთების გატანისთვის.

ამ ყველაფრის ცალ-ცალკე ორგანიზება ნიშნავს მოლაპარაკებას რამდენიმე მომწოდებელთან, დროში დაგვიანებას და პასუხისმგებლობის გაფანტვას.

თუ jirafi.ge- აირჩევთ, სამივე სერვისს მიიღებთ:

ამწე ლიფტით მომსახურება

მუშებით დახმარება

სატვირთოთი ნარჩენების გადაყრა

ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობისთვის, ეს ძალიან კომფორტულია და მათ დიდ დროს უზოგავს.