საზაფხულო ხილის სალათა

საზაფხულო ხილის სალათა

ინგრედიენტები

2/3  ჭიქა ფორთოხლის წვენი

1/3  ჭიქა ლიმონის წვენი

1/3  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1/2  / ფორთოხლის გახეხილი კანი

1/2  / ლიმონის გახეხილი კანი

1   / ვანილის ექსტრაქტი

2   ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ანანასი

2   ჭიქა უყუნწო და დაჭრილი მარწყვი

3   ცალი გათლილი და დაჭრილი კივი

3   ცალი დაჭრილი ბანანი

2   ცალი ფორთოხალი

1   ჭიქა ყურძნის მარცვლები

2   ჭიქა მოცვი

მომზადება

დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.

ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი(სურვილისამებრ), მარწყვი(სურვილისამებრ), კივი, ბანანი, გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი, ყურძენი(სურვილისამებრ), მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!