მარტივი საზაფხულო სუპი

მარტივი საზაფხულო სუპი

ინგრედიენტები

3   / ზეითუნის ზეთი

1/2  თავი დაჭრილი დიდი ხახვი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

4   ცალი პატარა წითელი კარტოფილი

ზღვის მარილი და შავი პილპილი

3   ტარო სიმინდი

2   ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი

2   ჭიქა რძე

3   თავი დაჭრილი მწვანე ხახვი

მომზადებ

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და ნიორი და თუშეთ 3–4 წუთით. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დააფარეთ და თუშეთ კიდევ 4–5 წუთით. დაუმატეთ სიმინდის მარცვლები (ნაწილი მოსართავად გადაინახეთ) და კარგად ამოურიეთ.

დაუმატეთ ბულიონი და რძე, დააფარეთ და წამოადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ კარტოფილების დარბილებამდე. სუპის ¾ ნაწილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. შემდეგ ისევ ქვაბშივე ჩაასხით და დაბალ ტემპერატურაზე შესქელებამდე, დაახლოებით 10 წუთით ადუღეთ. მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით, გადანახული სიმინდის მარცვლებითა და შავი პილპილით. კარგი ფერისათვის მოაყარეთ ცოტაოდენი პაპრიკა.