"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა მხოლოდ წინასაარჩევნო სატყუარაა. ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური ერთობა "ახალი" მხოლოდ ამ სახელს ამოფარებული უკვე ნანახი, სიძველეში გადასული სისხლიანი რეჟიმის გაგრძელებაა და სხვა არაფერია,"- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებულ პოლიტიკურ ძალთა რიგებში „ლელო" და გახარიას პოლიტიკური გუნდი დიდი ხანია ჩაეწერა.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ „ლელო" არჩევნებამდე საარჩევნო წარმატებისთვის ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს. გიორგი გახარია საერთოდ პოლიტიკურ კლოუნად იქცა და ნათელაშვილის ამომრჩევლების პოლიტიკურ გემოვნებაზე ოდნავ დახვეწილი ამომრჩევლით საკუთარ თავს ატყუებს.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა მხოლოდ წინასაარჩევნო სატყუარაა.
ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური ერთობა "ახალი" მხოლოდ ამ სახელს ამოფარებული უკვე ნანახი, სიძველეში გადასული სისხლიანი რეჟიმის გაგრძელებაა და სხვა არაფერია.
სისხლიან ხელებს დაბანის შემდეგაც სისხლის სუნი აქვს - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური შვილობილი „ახალი" ზონდერ სახეებით და სისხლიანი რეჟიმის ხელწერით გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის მხოლოდ პოლიტიკური მახეა რომელსაც 2003 წლიდან 2012 წლამდე უდანაშაულო ხალხის დაღვრილი სისხლის სუნი აქვს.
„ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებულ პოლიტიკურ ძალთა რიგებში „ლელო" და გახარიას პოლიტიკური გუნდი დიდი ხანია ჩაეწერა.
„ლელო" არჩევნებამდე საარჩევნო წარმატებისთვის ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდთან აფილირებული ძალა არ ვართ, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, ბარიერი გადაგვალახვინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდენთ ნაცებთან კოალიციასო.
ანუ 2024 წლის 26 ოქტომბრამდე ყვითლები ვართ და 26 ოქტომბრის მერე გავწითლდებითო.
გიორგი გახარია საერთოდ პოლიტიკურ კლოუნად იქცა და ნათელაშვილის ამომრჩევლების პოლიტიკურ გემოვნებაზე ოდნავ დახვეწილი ამომრჩევლით საკუთარ თავს ატყუებს, აბა კვლავ მოსატყუებელი არც გუნდში და აღარც ამომრჩეველთა წრეში აღარავინ დარჩა.
ის ხაზარაძე ჯაფარიძესთან პოლიტიკურ ქორწინებაზე ფიქრობს, მაშინ როცა საკუთარი პრემიერობის დროს ხაზარაძე/ჯაფარიძის თაღლითობაზე საქმე აღძრა, მათ ხანდაზმულ თაღლითებს ეძახდა, ისინი ამას თვალთხარიას უწოდებდნენ და ჰოი საოცრებავ, თითქოს ეს ყველაფერი არც ყოფილა, რა სცოდნია პოლიტიკურ საჭიროებას არა?!
მოკლედ, პოლიტიკურ პროსტიტუტებად გადაქცეული ოპოზიცია, სინამდვილეში ყველა ერთში და არავინ სხვაგან, დიდი პოლიტიკური ქორწინებისათვის ემზადება, მეჯვარეებად მეგობრული დასავლეთიდან შერჩეული ხალხიც დაპატიჟებულია, თუმცა ფულს ხომ ისინი იხდიან და ბოლომდე ისინი უკვეთენ პოლიტიკურ თამაშს,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.