თამარ ჩიბურდანიძე: ევროპულ ქვენებში სახელისუფლებო პოლიტიკის მარცხმა გამოიწვია ის, რომ ევროპელმა ხალხმა შუაგულ ევროპაში ამერიკულ პოლიტიკას უარი უთხრა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპულ ქვენებში სახელისუფლებო პოლიტიკის მარცხმა გამოიწვია ის, რომ ევროპელმა ხალხმა შუაგულ ევროპაში ამერიკულ პოლიტიკას უარი უთხრა

„ევროპელ ხალხს სურს, რომ ჯერ ეროვნული, საკუთარი პოლიტიკა იყოს დომინანტი და ანგარიშგასაწევი სხვა ქვეყნებთან საპარტნიორო პოლიტიკისას.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპულ ქვენებში სახელისუფლებო პოლიტიკის მარცხმა გამოიწვია ის, რომ ევროპელმა ხალხმა შუაგულ ევროპაში ამერიკულ პოლიტიკას უარი უთხრა.

„პოლიტიკის ისტორიაში ფაქტად არის ის, რომ როცა ნებისმიერი რაღაც კულმინაციას აღწევს, ყოველთვის ინგრევა. ვერც ერთი პროცესი კულმინაციაში მუდმივად ყოფნას ვერ ახერხებს. ფსევდო, ულტრა ლიბერალიზმმა, რომელიც დიდხანს იყო კულმინაციაში, წარმოშვა რადიკალური კონსერვატიზმი, რასაც დღეს ევროპაში ვხედავთ. მაგალითად, საფრანგეთში ყველაზე რადიკალი მემარჯვენეები არ შეუერთდნენ მემარჯვენეთა გუნდს და ამ გუნდს ცენტრისტები შეუერთდნენ. მაკრონმაც უკვე გააკეთა განცხადება, რომ თუ წააგებს, გადადგება და ძალიან დიდი ალბათობით, ის საფრანგეთში წააგებს.“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.