დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა იმდენჯერ გამოიყენა საკონსტიტუციო რესურსი, რომელსაც ვეტო ჰქვია, ისე მიეჩვია ამ ნაბიჯის გადადგმას, ვეტოს დადების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი საქმიანობა

დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა იმდენჯერ გამოიყენა საკონსტიტუციო რესურსი, რომელსაც ვეტო ჰქვია, ისე მიეჩვია ამ ნაბიჯის გადადგმას, ვეტოს დადების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი საქმიანობა

სალომე ზურაბიშვილმა იმდენჯერ გამოიყენა საკონსტიტუციო რესურსი, რომელსაც ვეტო ჰქვია, ისე მიეჩვია ამ ნაბიჯის გადადგმას, ვეტოს დადების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი სტატუსი, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

წამყვანმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ჰკითხა, როდესაც „ქართული ოცნების“ პოზიცია პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით არის ცნობილი და პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი წარმომადგენლობიდან გამომდინარე, დაძლიოს ვეტო, რა მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ ბერკეტის გამოყენებას, როდესაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო დაადო.

„სალომე ზურაბიშვილმა იმდენჯერ გამოიყენა საკონსტიტუციო რესურსი, რომელსაც ვეტო ჰქვია, ისე მიეჩვია ამ ნაბიჯის გადადგმას, ვეტოს დადების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი სტატუსი და საქმიანობის გაგრძელება. ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად, გვაქვს სურათი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც ამ სეგმენტის ნაწილია, არა მხოლოდ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობასთან და წინასაარჩევნო თემებთან მიმართებაში უკვე არაერთი მცდელობა იყო, მოეხდინათ პროცესების იმგვარი მართვა, რომ საარჩევნოდ რადიკალურ ოპოზიციას პრიორიტეტული მდგომარეობა ჰქონოდა.

არადა, კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტარების წინაშე, არის ცალსახად ევროპული. კანონი იმ მიზნითაა შემუშავებული, რომ პირველ რიგში არ მოხდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკითხების გადაწყვეტის შეფერხება. როდესაც საკითხი ვერ წყდება და არის გარკვეული ხმის მიცემის პრობლემა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ტექნიკურ თანამშრომლებს მისცემოდა რესურსი, რომ იქ აღებულ ანაზღაურებებს არ ემოქმედა სოციალურ შეღავათებზე. ეს არის მეორე საკითხი ამ ცვლილებებში და მესამე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შეიქმნა 2020 წლის არჩევნებისთვის და იყო სრულიად უფუნქციო, კანონიდან ამის [საბჭოს] აუცილებლად შედგენის ვალდებულება იქნებოდა ამოღებული“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.