ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია, ჩვენთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროევროპული ძალების გაერთიანებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება, გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.