უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზრიდან წასულმა The Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა.
კერძოდ, „როსპატენტში“ შესულია სამი სავაჭრო ბრენდის, Coca-Cola-ს, Sprite-ისა და Fanta-ს რეგისტრაციის განაცხადი.
რუსული კანონმდებლობის მიხედვით, სავაჭრო ნიშნების გაუქმება შესაძლებელია სამი წლის განმავლობაში მათი გამოუყენლობის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ Coca-Cola, Sprite და Fanta ბაზრიდან 2022 წელს გავიდნენ, მათი სამართლებრივი დაცვა შესაძლოა 2025 წელს შეწყდეს.