„ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ შეფასებისას.
„დღეს საქართველოში არის შემდეგი მდგომარეობა: არსებობს ძალა „ქართული ოცნება“, რომელიც არის ცამდე მართალი და არსებობს მეორე მავნებელი, კრიმინალური ოპოზიცია, რომელიც არის მტყუანი ერის, ბერის, ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე. „ქართული ოცნების“, ხელისუფლების და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.