ასე ადამიანი თავის კერპს ჰგავდეს, საქციელშიც და ბედ-იღბალშიც, არ ვიცი რა, ღიმილის მომგვრელია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან სიტყვიერ დაპირისპირებას.
„მომესმა შორიდან რაღაც გაურკვეველი ხმაური და მოვტრიალდი. შემეფეთა „დომენიკ მანგოს“ უხარისხო პატენტი, ფეიკ „დომენიკო მანგო“. ეს ადამიანი, მიშა სააკაშვილის ბოტასების და „ნასკების“ მცველი რომაა და წვერ-ულვაში რომ აქვს გრაალის მცველივით დაკაპიწებული, ერთი მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა იქ. ის არის დაფინანსებული. ასე ადამიანი თავის კერპს ჰგავდეს, საქციელშიც და ბედ-იღბალშიც, არ ვიცი რა, ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბექა პაპაშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბექა ოდიშარიას სიტყვიერად დაუპირისპირდა. შეურაცხმყოფელი შეძახილების შემდეგ, დეპუტატის თანმხლებმა პირებმა აქტივისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. იყო დაპირისპირება. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კი ერთ-ერთ ტელეეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი „ქართული ოცნების“ წევრების განადგურებით იმუქრებოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი შეტევისთვის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები 500 დოლარს იხდიან.