თეონა აქუბარდია NDI-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებაზე: მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა

თეონა აქუბარდია NDI-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებაზე: მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა

მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიასთან დაკავშირებით „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ განაცხადა.

„მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა. NDI-ი მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“ - აღნიშნა აქუბარდიამ.

amo ევროპული მომავალი, ევროპული მომავალი, იცით რაა? თვით ევროპასაც სჭირდება ევროპული მომავალი. დავიჯერო აქუს გოგომ ეს არ იცის? იცის, როგორ არ იცის, მაგრამ . . .
5 თვის უკან