გურამ მაჭარაშვილი: როცა საერთაშორისო ორგანიზაცია ხარ და ამბიცია გაქვს ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო

გურამ მაჭარაშვილი: როცა საერთაშორისო ორგანიზაცია ხარ და ამბიცია გაქვს ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარების კამპანიას „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია NDI, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს, აფინანსებდეს პოლიტიკოსების წინასაარჩევნო კამპანიას. 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც მეტი იქნება მსგავსი დარღვევები და პოლიტიკური ძალების უკანონოდ დაფინანსების ფაქტები, მით უფრო ადვილი იქნება ქვეყნის მოსახლეობისათვის არჩევანის გაკეთება.

„რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“  ვამბობთ ჩვენს კომენტარებში. წარმოიდგინეთ,  NDI ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს და ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ის ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და ღიად უჭერს მხარს წინასაარჩევნო კამპანიას.

როცა საერთაშორისო ორგანიზაცია ხარ და ამბიცია გაქვს ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო. რაც მეტი ასეთი მტკიცებულება იქნება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მით მარტივი იქნება," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.