ერდოღანი: ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს იმ ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას

ერდოღანი: ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს იმ ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვლავ დაადასტურა თურქეთის მისწრაფება ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ, თუმცა აღნიშნა, რომ ანკარას გულწრფელ ნაბიჯებს ხშირად ბლოკავს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებს, ვერ აცნობიერებს იმ ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან შეშფოთება გამოხატა ევროპარლამენტის არჩევნების გავლენისა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკის აღზევების გამო.