ასეთი კოლექტიური საუბარი მახსენებს იმ წარსულს, რომელიც ნამდვილად არ მინდა, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პოლიციელების სამსახურებიდან გაყრის შესახებ გუბაზ სანიკიძის განცხადებას.
„განურჩევლად, ამ შემთხვევაში, ასე კოლექტიური საუბარი მე მახსენებს იმ წარსულს, რომელიც ნამდვილად არ მინდა, რომ მომავალში იყოს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იმ ძალადობის ფაქტებზე იქნება რეაგირება, რასაც პოლიციელები გამოძიების დამტკიცების შემთხვევაში, კანონის წინაშე მიიღებენ ამ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.