დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„პოლიციელებო, ზონდერ პოლიცია ხართ უკვე. ძალიან დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის რეფორმა არ არის სრული და კარგი. პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა პოლიცია. დიდი რეფორმები გელოდებათ ბევრს. ალბათ, ოფიცერთა კორპუსი – ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან. გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება. სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია: მეურვეობა და დასჯა. მეურვეობაზე თქვენ უარი თქვით, ამიტომ თქვენ აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად. მოთხოვნა იქნება. ხალხი რომ ოპოზიციურად არის განწყობილი, იმიტომ არის, რომ მოითხოვს, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას. თქვენი ქონების საკითხი – დაუსაბუთებელი ქონების საკითხი ამოქმედდება და ჩამოგერთმევათ. მოვა კომისია, შეხედავს თქვენს კარ-მიდამოს, იკითხავს, საიდან იშოვე ეს ფული. სიდედრმა მაჩუქა აღარ იქნება, სიდედრსაც მოეკითხება, საიდან აქვს ეს ქონება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში.