როგორი ინვესტორიც არის მამუკა ხაზარაძე, ვიცით ყველამ და იცის საზოგადოებამ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
„როგორი ინვესტორიც არის მამუკა ხაზარაძე, ვიცით ყველამ და იცის საზოგადოებამ. რაც შეეხება ამ [ჰოლანდიელი ინვესტორის] კონკრეტულ საქმეს, ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ წინასწარ. მერე ისევ ეს ოპოზიცია გამოვა და იტყვის, რომ მართლმსაჯულებაში ჩაერივნენო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ჰოლანდიელი ინვესტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ეროვნულმა ბანკმა საქმეში დარღვევა უკვე დაადგინა.