იაგო ხვიჩია: სუს-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს

იაგო ხვიჩია: სუს-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს

სუს-ის ხელმძღვანელმა შემოგვთავაზა ვერსია, რომ აგვარიდა ტერორისტულ აქტებს, არეულობას, რევოლუციურ მცდელობებს და დაგვიცვა უცხო ქვეყნის ძალებისგან, თუმცა, კონკრეტული მონაცემი არ დასახელებულა, რითაც ამ ფაქტის გადამოწმება შეგვეძლებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, როგორ შეიძლება, ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იყოს წარმოდგენილი.

„სუს-ის ხელმძღვანელმა შემოგვთავაზა ვერსია, რომ სუს-მა აგვარიდა ტერორისტულ აქტებს, არეულობას და რევოლუციურ მცდელობებს და დაგვიცვა უცხო ქვეყნის ძალებისგან, რომელიც ცუდ რამეს გვიპირებდნენ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, არ დასახელებულა კონკრეტული მონაცემი, რითაც ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება შეგვეძლებოდა. მაგალითისთვის, ხომ შეიძლება, ტერორისტული აქტი იმიტომ კი არ მოხდა, რომ სუს-მა აღმოფხვრა, არამედ იმიტომ, რომ ტერორისტებს ადამიანური სიცოცხლის ჩვენზე დახარჯვა არ უღირდათ? როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. თუ მართლა აწყობდნენ, როგორ შეიძლება, ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იყოს წარმოდგენილი? მთელი პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, იქნება ეს ლგბტ საზოგადოებასთან ბრძოლა, „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლა, კონტრრევოლუციური თუ კონტრტერორისტული ზომების გატარება, რაღაცნაირად მაგონებს იმას, რომ თავისუფლების მოედანზე, თითქოს ნიანგებს ვაფრთხობდეთ და შემდეგ გვეგონოს, რომ ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ დავაფრთხეთო. ზოგადად, არ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ საფრთხეების რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Gami უსარგებლო იდიოტი!
5 თვის უკან