რომ წაუყრუეს დონორებმა, ევროკავშირმა „ენჯეოებს“, რომლებსაც რადიკალიზმის პირველი გაფურჩქნა ჰქონდათ 2022 წლის ივნისში, ამიტომ იყო, რომ ახლა აქციებზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ იყვნენ ორგანიზატორები ძალადობისა, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ბევრ სცენარს საქართველოს მოქალაქეები თავად ხედავენ.
„ვხედავდით „ენჯეოებს“, რომლებიც სცენაზე იდგნენ და ითხოვდნენ, რომ მთავრობა გადამდგარიყო, მათ დაეკომპლექტებინათ და ვეტოს უფლება ჰქონოდათ მთავრობის დაკომპლექტებაში. ამას აკეთებდნენ უცხოური დაფინანსების მქონე „ენჯეოები“, მათ შორის, ევროკავშირისგან დაფინანსებული. ზუსტად ამაზე მქონდა მე საუბარი ევროკავშირის თუ სხვა წარმომადგენლებთან დიდი ხნის განმავლობაში და ვეუბნებოდი, რომ ახლა თუ წაუყრუებთ და ამას გაატარებთ, რომ თქვენი დაფინანსებული „ენჯეოები“ ითხოვენ, რომ მთავრობის დაკომპლექტებაში მიიღონ მონაწილეობა და ჰქონდეთ ვეტოს უფლება, ეს მათ მეტი რადიკალიზაციისკენ წაიყვანს და წაახალისებს მათ ქმედებებს. და ვხედავთ - რომ წაუყრუეს დონორებმა, ევროკავშირმა „ენჯეოებს“, რომლებსაც მაშინ რადიკალიზმის პირველი გაფურჩქნა ჰქონდათ 2022 წლის ივნისში, ამიტომ იყო, რომ ახლა აქციებზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ იყვნენ ორგანიზატორები ძალადობისა. მათი ლიდერების მოწოდებით, მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივ აქციად, ვინაიდან მოუწოდებდნენ პარლამენტის ბლოკირებისკენ, ამის შემდეგ ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ პარლამენტის შენობის შტურმს. ზუსტად ეს არის შედეგი იმ წაყრუების, რომელიც დონორებმა გამოიჩინეს საკუთარი დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ. ამ წაყრუებამ ისინი წაახალისა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ და ძალადობისკენ. ბოლოს, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი „ენჯეოს“ თანამშრომელი ხულიგნობაზეც კი იყო დაკავებული იმიტომ, რომ მიუვარდა პოლიტიკოსს მის ოჯახთან ერთად და შეურაცხყოფას აყენებდა მას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.