შალვა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე: პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ

შალვა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე: პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ

პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერი ამბობს, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება და შემდეგი მთავრობა უწყებაში ყველას დასჯის.

„ჩვენ საქმე გვაქვს ძალასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება, სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართველი ხალხი. ეს არის ძალა, რომელიც სრულად იყო მარიონეტი გარე ძალების, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქსოვილის მოშლა. მათ საზოგადოებრივი ჯგუფების ჩარეცხვა დაიწყეს, გარიყვა დაიწყეს. ზუსტად ამას აკეთებენ ოპოზიციაშიც, მაგრამ ისე, რომ ძალაუფლება არ აქვთ და ამისთვის სჭირდებათ ძალაუფლება. 2012 წლიდან დაიწყეს მათმა პატრონებმა მცდელობა, რომ ისინი ხელისუფლებაში დაებრუნებინათ, რათა ეს სახელმწიფო მიიტაცოს უცხო ძალებმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.