13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.
მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, მცირე ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. ამგვარად, თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოთი აღმოჩნდა.
მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა.