ელისო ბოლქვაძე: ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი

ელისო ბოლქვაძე: ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი

მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი,  -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, UNESCO-ს ორგანიზაციის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის.

"მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი.

UNESCO-ს ორგანიზაციის დიდი ოჯახის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის." -  წერს ელისო ბოლქვაძე.