ზუსტად ვიცი, რომ აფხაზი და ოსი ჩვენი მეგობრები, შშმ პირები გვიყურებენ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ხმა იყოს გაგონილი მათთვის, რომ ჩვენ მათზე ისეთივე პასუხისმგებლები ვართ, როგორც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე და გვინდა მათაც ვუზიარებდეთ იმ წარმატებას, რაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
„დღეს არის მნიშვნელოვანი სესია, რომელიც ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა უფლებების დაცვას. განსაკუთრებით, ჰუმანიტარული და საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ იმ შედეგებზე, იმ მძიმე შედეგებზე, რასაც ოკუპაცია იწვევს შშმ პირთა მიმართ. განსაკუთრებით, ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შშმ პირთა უფლებებზე.
ეს საკითხი კიდევ ერთი მხრივ არის ძალიან საინტერესო, როგორც წესი, როდესაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებზე, მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ეთნიკური ქართველი ადამიანების, მათ შორის, როგორ ეძლევათ მათ განათლების უფლება, დამოუკიდებელი გადაადგილების უფლება და სხვა უფლებები, მაგრამ აქ ფოკუსირებულები ვართ ყველა ეთნიკური ჯგუფის შშმ პირზე, ვინაიდან, ყველა ეთნიკური ჯგუფი, შშმ პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთნაირად არის დისკრიმინაციის ქვეშ.
ამიტომ, კიდევ რით არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიცით, რომ ეს ფორუმი საერთაშორისო დონეზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ყველა ქვეყნიდან აქვს ადამიანს შესაძლებლობა მას ადევნოს თვალი. ჩვენ ზუსტად ვიცი, რომ აფხაზი და ოსი ჩვენი მეგობრები, შშმ პირები გვიყურებენ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ხმა იყოს გაგონილი მათთვის, რომ ჩვენ მათზე ისეთივე პასუხისმგებლები ვართ, როგორც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე და გვინდა მათაც ვუზიარებდეთ იმ წარმატებას, რაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაში მონაწილეობს.