დავით ქართველიშვილი სუს-ის მოსმენაზე ოპოზიციის არ დასწრებაზე: რაში აინტერესებს უსამშობლოთა კასტას გაიგონ ის, თუ რატომ ვერ ხდება ქვეყნის

დავით ქართველიშვილი სუს-ის მოსმენაზე ოპოზიციის არ დასწრებაზე: რაში აინტერესებს უსამშობლოთა კასტას გაიგონ ის, თუ რატომ ვერ ხდება ქვეყნის "აყირავება", რატომ ვერ "ჭრის" საბოტაჟი, რამ შეუშალა ხელი ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნას" და ა.შ.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ბოიკოტს ეხმიანება. ექპერტის თქმით, სუს-ის მუშაობის შედეგად, ქვეყანაში რევოლუციური გეგმები ვერ შედგა, რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერორისტული აქტისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდება საქართველოს გავლით ვერ მოხდა, ვერ გაიხსნა „მეორე პრონტი“ და ა.შ. ქართველიშვილის თქმით, ოპოზიციისთვის უმძიმესი ტვირთი იქნებოდა იმის მოსმენა, რომ უწყება გამართულად მუშაობს. დავით ქართველიშვილი მადლობას უხდის სისტემის თანამშრომლებს.

„მოდით დღეს "ვიბოიკოტოთ" - გადაწყვიტეს ვაი-ოპოზიციონერებმა და არ დაესწრნენ პარლამენტში სუს-ს უფროსის ანგარიშის მოსმენას. რაში აინტერესებს უსამშობლოთა კასტას გაიგონ ის, თუ რატომ ვერ ხდება ქვეყნის "აყირავება", რატომ ვერ "ჭრის" საბოტაჟი, რამ შეუშალა ხელი ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნას" და ა.შ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ შეკითხვებზე მათთვის ყველა პასუხი ისედაც ცნობილია - იმიტომ!

ხოლო, დასწრების შემთხვევაში შეიტყობდნენ, რომ - ოკუპაცია რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად, რომ ოპოზიციის ხელოვნურად აწეული ფეიკი და ფობია, რუსეთიდან "დივერსანტების" შემოსევის თაობაზე - მორიგი ცილისწამება და დეზინფორმაცია აღმოჩნდა. შეიტყოდნენ იმის შესახებაც, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებისთანავე - არც ქვეყანა მიუახლოვდა ჩელიაბინსკს და არც ჩელიაბინსკი მიუახლოვდა საქართველოს.

სასესიო დარბაზში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა გაიაზრებდნენ, რომ სწორედ სუს-მა შეაფერხა კარგად მოფიქრებული პროვოკაცია, როდესაც აღკვეთა საქართველოს გავლით, რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერორისტული აქტებისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდება - ამას კი, "ლომჯარიასებრთა" სასიხარულოდ, რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებდა.

რომ არა სუს-ის პროფესიონალური მუშაობა - პოლიტიკური ტერორის პოლიტტექნოლოგების ვიზიტზე საქართველოში დღემდე გვექნებოდა დეზინფორმაცია, რომ "ბავშვთა ონკოლოგიის" საკითხებზე ჩამოსული სპეციალისტები გვიტარებდნენ ტრენინგებს. რომ არა სუს-ი - სახელმწიფო გადატრიალების როგორც მინიმუმ ორ დაგეგმილ მცდელობას, წარმატება თუ არა, მძიმე შედეგების დადგომის რეალური პერსპექტივები ექნებოდა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოსმენა რადიკალური ძალების წარმომადგენლებისთვის უმძიმესი ტვირთი იქნებოდა. მით უმეტეს იმის შესახებ ინფორმირებულობა, რომ სუს-ის მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ მისი დასავლელი პარტნიორები, რომლებთანაც კოორდინირებული საქმიანაობა ერთი წამით არ შეჩერებულა. მე კი, როგორც ამ სისტემის ვეტერანს - ჩემი ყოფილი კოლეგებისა და მეგობრების მიმართ მადლობის გადახდის მეტი არაფერი მეთქმის.“- წერს ქართველიშვილი.