ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილის არც შეწყალებას და არც შეუწყალებლობას დღეს დიდი აზრი არ აქვს

ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილის არც შეწყალებას და არც შეუწყალებლობას დღეს დიდი აზრი არ აქვს

მიხეილ სააკაშვილის არც შეწყალებას არ აქვს დღეს დიდი აზრი და არც შეუწყალებლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც არსებობს, რომლებზეც განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი.

„ამ ოპოზიციის აჯაფსანდალს თუ კიდევ ზემოდან ახლა ეს წიწაკა – მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სჭირდება, შეიწყალოს და ვნახოთ, მერე რა მოხდება მაგ ოპოზიციაში. არც შეწყალებას არ აქვს დღეს დიდი აზრი და არც შეუწყალებლობას, მაგრამ ვერ შეიწყალებს გამომდინარე იქიდან, რომ მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.