სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართებოდა, ახალგაზრდების ნაწილს განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ღონისძიებიდან გამოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა მედიასთან განაცხადა, რომ კრიტიკული კითხვის დასმის გამო ერთ-ერთი ახალგაზრდა დააბულინგეს კიდეც. ისინი ზურაბიშვილის მიერ გამართულ შეხვედრას რუსულს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი არა აზრის თავისუფალი გამოხატვა, არამედ წინასწარ დაგეგმილ და გაწერილ შეკითხვებზე პასუხების მოსმენა იყო.