საქართველოს მუზეუმთა ალიანსი ულოცავს საქართველოს სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იმ გამორჩეულ შენაძენს რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრება გახდა

საქართველოს მუზეუმთა ალიანსი ულოცავს საქართველოს სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იმ გამორჩეულ შენაძენს რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრება გახდა

საქართველოს მუზეუმთა ალიანსი ულოცავს საქართველოს სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იმ გამორჩეულ შენაძენს რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრება გახდა. ეს არის დიდი ეროვნული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს უახლეს ისტორიაში

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა იოანე ზოსიმეს შედევრის შეძენითა და საქართველოსათვის გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ხელნაწერი მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტია, ის შედგენილია არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5-მე-7 საუკუნეებით, ხოლო იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 979 წლით თარიღდება. საქართველოს მუზეუმთა ალიანსი მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც ეს წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ხელნაწერი  ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდში)