Bloomberg: გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვებს

Bloomberg: გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვებს

Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ჯგუფი ხმების 18%-ს მიიღებს, თუ მემარცხენე პარტიები შექმნიან ალიანსს, ან მხოლოდ 16%-ს, თუ ისინი დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.