სიმონ მასხარაშვილი იოანე-ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერ წიგნზე: ეს კრებული, მთლიანად საქრისტიანოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ძველი ტექსტების კრებულია

სიმონ მასხარაშვილი იოანე-ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერ წიგნზე: ეს კრებული, მთლიანად საქრისტიანოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ძველი ტექსტების კრებულია

სიმონ მასხარაშვილი „ქრონიკასთან“ ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენის ფაქტს ეხმიანება. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ეს კრებული ყველაზე ძველი ტექსტების კრებულია.

„ეს კრებული, მთლიანად საქრისტიანოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ძველი ტექსტების კრებულია. ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ არსებობასა და განთავსებას სწორედ ასეთ უწმინდესს და უძვირფასეს ტექსტს.

ყველაზე ძველი და ყველაზე წმინდა კრებული მთლიანად მსოფლიოს საქრისტიანოსი რაც კი არსებობდა სწორედ იყო სიმული ხელნაწერი, სიმული კრებული, რომელი კრებულიც დღეს საქართველოში ჩამოდის. ეს არის დედანი უძველესი, რომელიც ამ ტექსტთან ერთად შეიცავს მსოფლიო ისტორიაში უძველეს სახარებასაც“, - აღნიშნავს ისტორიკოსი.

ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.