"სიტყვები არ მყოფნის, [პროსტა] ისე მიყვარხართ" - ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გასამართლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა.

მან პრეზიდენტს სიტყვითაც მიმართა და მადლობა გადაუხადა.

"სიტყვები არ მყოფნის, [პროსტა] ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ, მადლობა დიდი", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

გრიგირიადისს ზურაბიშვილმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რაზეც მადლობა საჭირო არ არის.