კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ვულოცავ მთელ საქართველოს უდიდესი საგანძურის დაბრუნებას

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ვულოცავ მთელ საქართველოს უდიდესი საგანძურის დაბრუნებას

თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შესყიდვის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კახა კალაძე წერს, ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

„იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საუკუნეების შემდეგ საქართველოს უბრუნდება – ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ეს იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერია, რომელიც საქართველოში იქნება დაცული.

ქართველმა სასულიერო მწერალმა და მეცნიერმა იოანე ზოსიმემ, რომლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ უდიდესი პატრიოტული საგალობელია, თავისი ღვაწლი და „ქება“ მიუძღვნა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის ფენომენს.

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდესი საგანძურის დაბრუნებას!“, – წერს კახა კალაძე.

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა და ის ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.