“საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის” დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ს, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად საქართველოს ფინანსისტთა ასოციაციაც იქნება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელე ფინანსისტთა ასოციაციის 118-ე ყრილობა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ის, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ფინანსისტთა ასოციაციაც  (სათეფა) იქნება.

9-12 ივნისს მიმდინარე ყრილობას ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელეებთან ერთად საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

შეხვედრები გაიმართა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების თაობაზე. მათ შორის პროგრამული ბიუჯეტირების განვითარების და საჯარო ფინანსების შიდა კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა „საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის“ შექმნას.