ინგრედიენტები
3 ცალი კვერცხი
200 გრამი შაქარი
150 გრამი კარაქი
300 გრამი ფქვილი
6 გრამი გამაფხვიერებელი
5 გრამი ვანილი
მწიკვი მარილი
გემოვნებით მოცვი
გემოვნებით ბანანი
მომზადება
ჯამში მოათავსეთ კარაქი და შაქარი და კარგად დაამიქსერეთ. დაუმატეთ კვერცხი, გამაფხვიერებელი,ვანილი და მწიკვი მარილი. კარგად ამოიყვანეთ მიქსერის მეშვეობით.
შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი კარგად აურიეთ მიღებულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ბანანი და მოცვი.
გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი და შემდეგ 150 გრადუსზე 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით.