„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მისაღებად 84 ხმა აქვს და კეთილი ინებონ და კვორუმი გახსნან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ იწყება.
„ქოცების“ მხრიდან კვორუმი თუ იქნება, სხდომას დავესწრები, მაგრამ მათ კვორუმს არ შევუქმნი, რათა გიჟური კანონები მიიღონ – ელჯიბიტობა თუ არაელჯიბიტიობა. ჩემგან კვორუმის შექმნად ვინ რატომ ითხოვს, არ ვიცი. „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მისაღებად 84 ხმა აქვს და კეთილი ინებონ და კვორუმი გახსნან. ამ 84-მა კაცმა ელჯიბიტი კანონი ისევ ისე უნდა შეიყვარონ, როგორც რუსული კანონი შეიყვარეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დეპუტატები პარლამენტში სხდომის დასაწყებად მორიგ რეგისტრაციას 15:00 საათზე გაივლიან.