რადიკალური ძალების შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ ბოლო პერიოდში მიმდინარე ბულინგის კამპანიის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
„შერჩევითი მიდგომაა ძალადობასთან, როდესაც შენ ვისზეც გაწყობს, იმის მიმართ მისაღებია და ვინც შენ არ გაწყობს, იმის მიმართ, მიუღებელი. ასე, რა თქმა უნდა, ვერ დავძლევთ ძალადობრივი ენის პრობლემას, ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები, მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.