ჩრდილოეთ ოსეთის მთებში სამხედრო ბომბდამშენი სუ-34 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი გეგმურ სასწავლო ფრენას ახორციელებდა. თავდაცვის უწყების ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა იყო.