ირაკლი კობახიძე: უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს მზადყოფნას,  მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში

ირაკლი კობახიძე: უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს მზადყოფნას,  მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს დავაფიქსირებთ საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში", - განაცხადა პრემიერმა.