უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტში არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
„უნგრეთისა და ევროპის გუშინდელი არჩევნების გზავნილი ნათელია:
1. უნგრეთის დემოკრატია ძლიერია. ჩვენ დავაფიქსირეთ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა უნგრეთის ევროპულ არჩევნებში - 59.3%.
2. უნგრელები რეკორდული რაოდენობით გამოვიდნენ მშვიდობისთვის ხმის მისაცემად. არასდროს არ მიუცია ამდენ ხალხს ხმა Fidesz-სთვის ევროპულ არჩევნებზე. ამით ჩვენ მივაღწიეთ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ევროპაში.
3. ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ და მშვიდობისკენ გადაიხარა.
ჩვენ ამ შედეგებს დავეყრდნობით უახლოეს თვეებში ჩვენი მიზნების მისაღწევად მაშინ, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება“, - აღნიშნა ორბანმა.