მარწყვის ტორტი

მარწყვის ტორტი

ინგრედიენტები

1   პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი

450   მლ/ რძე

2   / შაქარი

100   გრამი დარბილებული კარაქი

50   გრამი შაქრის პუდრა

600   გრამი მარწყვი

40   გრამი თხლად დაჭრილი ნუში

40   გრამი ნახევრად მწარე შოკოლადი

2   / ფორთოხლის ჯემი

100   გრამი დარბილებული კარაქი

60   გრამი შაქარი

1   ცალი კვერცხის გული

180   გრამი ფქვილი

3   ცალი კვერცხი

მწიკვი მარილი

120   გრამი შაქარი

80   გრამი ფქვილი

250   მლ/ წითელი ხილის წვენი

2   / შაქარი

1   პაკეტი ტორტის უფერო მინანქრის ფხვნილი

40   გრამი თხლად დაჭრილი ნუში

საცხობი ქაღალდი ფორმისთვის

ფქვილი სამუშაოდ

მომზადებ

პუდინგის ფხვნილს შეურიეთ ცოტაოდენი რძე, დანარჩენი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამატეთ პუდინგის ფხვნილიანი რძე. წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. თან დროდადრო ურიეთ, რომ თავი არ გაუშრეს.

გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. 100 გრ კარაქი და 60 გრ შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ კვერცხის გული, 180 გრ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და აცხვეთ 175°-ზე 15 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და დადეთ ცხაურზე გასაცივებლად.

ფორმაში ისევ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, შეურიეთ 120 გრ შაქარი და კვერცხის გული. დაუმატეთ 80 გრ ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ. ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 25 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და აცადეთ ბოლომდე გაცივება.

100 გრ კარაქს და 50 გრ შაქრის პუდრას ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცივებული პუდინგი. კარაქი და პუდინგი ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს. მიღებული კრემი დადგით გრილ ადგილას.

მარწყვი გარეცხეთ და შუაზე დაჭერით. ნუში ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ. შოკოლადი დატეხეთ, ორთქლზე გაადნეთ და წაუსვით ფხვიერი ცომისგან გამომცხვარ ფირფიტას. დააფარეთ ბისკვიტი, ზემოდან წაუსვით ფორთოხლის ჯემი, გვერდებზე და ზედაპირზე წაუსვით კრემი და მოაწყვეთ მარწყვი.

ხილის წვენს შეურიეთ შაქარი და ტორტის მინანქრის ფხვნილი. პაკეტზე მოთავსებული მიტითებების მიხედვით მოამზადეთ ტორტის მინანქარი და წაუსვით ნამცხვარს. გვერდები მორთეთ თხლად დაჭრილი ნუშით.

რჩევა:

შეგიძლიათ ფირფიტა და ბისკვიტი წინა დღითაც გამოაცხოთ.

ვარიანტები:

ნამცხვარს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და მორთეთ პიტნის ფოთლებით. ფორთოხლის ჯემის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გარგარის ან მარწყვის ჯემი.